როგორი იქნება საახალწლოდ თბილისში მოწყობილი “სანტას კომპლექსი” (ფოტო)

საახალწლოდ თბილისში “სანტას კომპლექსი” მოეწყობა, რომელიც 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და სივრცე რამდენიმე ზონად დაიყოფა. სანტას ოთახი, სავარძელი, ბუხარი, სანტას სამზარეულო და სახელოსნო, კინო ჩვენების სივრცე – ეს იქნება სანტას ორსართულიანი კომპლექსი.

მერიის მიერ გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ​კომპლექსში ნაძვის ხის გარდა, სანტასთვის სავარძელი, მაგიდა, სკამი, დეკორატიული ბუხარი და ასევე დეკორატიული საათი განთავსდება. დედაქალაქი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები