რისი წელი მოდის და რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად

ჩვე­ნი ახა­ლი წლის მმარ­თვე­ლი – თეთ­რი მე­ტა­ლის ვირ­თხა მხო­ლოდ ცბი­ე­რი და სწრა­ფი კი არა, გამ­ჭრი­ა­ხი­ცაა. მას არ უყ­ვარს გეგ­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლე­ბის გა­მომ­ზე­უ­რე­ბა. ზო­გის­თვის წლის და­სა­წყის­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა, ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა და რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახალ პი­რო­ბებ­თან შე­გუ­ე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა. იყა­ვით მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რე­ბი და მო­ი­ცი­ლეთ ილუ­ზი­ე­ბი – ეს დე­ვი­ზი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­გად­გე­ბათ.

თეთ­რი ვირ­თხა ლი­დე­რი და წი­ნამ­ძღო­ლია. მას სურს გარ­შე­მო ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­მორ­ჩი­ლოს. თუ ბრძნუ­ლად და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­იქ­ცე­ვით, კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი არ მოხ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, შრო­მა უპირ­ვე­ლე­სი უნდა გა­ი­ხა­დოთ, თუ გსურთ, წლის ჭირ­ვე­ულ მბრძა­ნე­ბელს ასი­ა­მოვ­ნოთ და ჯილ­დოც მი­ი­ღოთ. ნაკ­ლე­ბი ლა­პა­რა­კი და მეტი მუ­შა­ო­ბა. ასე მო­თაფ­ლავთ ჭკვი­ან, ინ­ტუ­ი­ცი­ა­გან­ვი­თა­რე­ბულ ვირ­თხას.

2020 წელს კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა წარ­მო­ე­ბა­ში, პრო­ექ­ტებ­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, სახ­ლის აშე­ნე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. რო­გორ შევ­ხვდეთ წლის მმარ­თვე­ლი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას, რომ მთე­ლი წელი იღ­ბლი­ა­ნი გვქონ­დეს? რა თქმა უნდა, დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ინ­ტე­რი­ე­რი უნდა მორ­თოთ, მო­ამ­ზა­დოთ სა­ჩუქ­რე­ბი ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბით გა­ა­წყოთ სუფ­რა, მო­ა­წყოთ წვე­უ­ლე­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა. მე­ნი­უ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი და მსუ­ყე კერ­ძე­ბი უნდა გქონ­დეთ. შიმ­შილს თეთ­რი ვირ­თხა ვერ აი­ტანს. სუფ­რა­ზე და­ა­ლა­გეთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი – სას­მე­ლი, ხილი, ხორ­ცი – თევ­ზის, ფრინ­ვე­ლის, ღვე­ზე­ლე­ბი, პიცა და ხა­ჭა­პუ­რი, თხი­ლე­უ­ლი, შო­კო­ლა­დი, კოქ­ტე­ი­ლე­ბი, წვე­ნე­ბი და რა თქმა უნდა, ყვე­ლი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად

თეთ­რი ვირ­თხას ღია ფე­რე­ბი უყ­ვარს, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი და ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი. მას­თან შე­სახ­ვედ­რად თეთრ, ვერ­ცხლის­ფერ ან მშვი­დი ფე­რის სა­მოს­ში გა­მო­ე­წყვეთ. ჩაც­მუ­ლო­ბა­ში ზო­მი­ე­რად გა­მო­ი­ყე­ნეთ შავი ფერი. სა­სურ­ვე­ლია აკუ­რა­ტუ­ლად, სი­ლუ­ე­ტის გა­მოკ­ვე­თით ჩა­იც­ვათ. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­დან აირ­ჩი­ეთ მბრწყი­ნა­ვი ბრო­შე­ბი, გულ­საბ­ნე­ვე­ბი, თმის სა­მაგ­რე­ბი. შე­გიძ­ლი­ათ ვერ­ცხლის­ფე­რი ქა­მა­რიც/ჰალ­ტუ­ხის კი გა­ი­კე­თოთ. მე­ტა­ლის ვირ­თხას მოს­წონს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ბრწყი­ნავს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფერ­ცხლის­ფერ ფეხ­საც­მელს ჩა­იც­ვამთ.

ინ­ტე­რი­ერ­ში ვერ­ცხლის­ფე­რი ნაძ­ვის ხე დად­გით. სა­სურ­ვე­ლია, ბრო­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბით მორ­თოთ ან ნა­ტუ­რა­ლუ­რით, ვირ­თხას ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ლო­გი­უ­რი უყ­ვარს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო ინ­ტე­რი­ე­რის შე­საქ­მნე­ლად უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ გვირ­გვი­ნე­ბი, პუ­ფე­ბი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სან­თლე­ბი, წვრილ-წვრი­ლი დე­კო­რის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სუფ­რა ღია ფე­რის უნდა გქონ­დეთ, ჭურ­ჭე­ლი – ვერ­ცხლი­სა და ბრო­ლის, კლა­სი­კუ­რი სტი­ლის.

რას უნდა მო­ე­რი­დოთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მზა­დე­ბი­სას

თუ ყვე­ლა­ფერ ზე­მო­ჩა­მოთ­ვლილს ცრურ­წმე­ნებს უწო­დებთ, მთა­ვა­რი წე­სე­ბი მა­ინც და­ი­ცა­ვით. ახალ წელს შეხ­ვდით ისე, რომ მომ­დევ­ნო 12 თვე გქონ­დეთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ბედ­ნი­ე­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი.

აი, რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა, რაც ახა­ლი წლის ღა­მეს არ უნდა გა­ა­კე­თოთ:

ჭურ­ჭლის გა­რე­ცხვა, გა­ტეხ­ვა;
სუფ­რას­თან კა­მა­თი, ჩხუ­ბი;
სუფ­რა­ზე კერ­ძე­ბის მცი­რე ულუ­ფე­ბის და­დე­ბა;
სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რი­დან საჭ­მლის ნარ­ჩე­ნე­ბის გა­დაყ­რა;
ახა­ლი წლის მარ­ტო­ო­ბა­ში აღ­ნიშ­ვნა;
ახალ წელს ცუდ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნა. უმი­ზე­ზო­დაც კი გა­ი­ღი­მეთ.
სა­სურ­ვე­ლია, 2020 წელს მხი­ა­რუ­ლად, მე­გობ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში შეხ­ვდეთ. ამ­გვა­რად, ყვე­ლა­ფერ ცუდს გან­დევ­ნით თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან და ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და სი­ხა­რულს და­ი­ბე­დებთ.

სად და ვის­თან ერ­თად შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის შე­მობ­რძა­ნე­ბას

ვირ­თხას უყ­ვარს დიდი წვე­უ­ლე­ბა, ბევ­რი ხალ­ხი, მხი­ა­რუ­ლე­ბა, გარ­თო­ბა. სა­სურ­ვე­ლია ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან ერ­თად შეხ­ვდეთ ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას, დი­ლამ­დე იცეკ­ვოთ, იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. ამას­თა­ნა­ვე, ვირ­თხას ქა­რაფ­შუ­ტა­სა და მფლან­გველს ვერ ვუ­წო­დებთ. რეს­ტო­რან­სა და სა­მე­ფო აპარ­ტა­მენ­ტებს, ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა აგა­რაკ­ზე ან მყუდ­რო ბი­ნა­ში ამ­ჯო­ბი­ნეთ. უფრო უკე­თე­სია, თუ ახალ წელს კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბე­ბით, კი­დევ უფრო სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას, ან ბუ­ნე­ბა­ში. ერთი სი­ტყვით, ად­გილს – სა­ხუ­რავ­ზე შეხ­ვდე­ბით ახალ წელს თუ ლიფ­ტში – დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მთა­ვა­რია იმ­ხი­ა­რუ­ლოთ. თა­ნაც, არც ბევ­რი ფუ­ლის ხარ­ჯვა არაა სა­ჭი­რო. მე­გობ­რებ­მა შე­გიძ­ლი­ათ ფული შეკ­რი­ბოთ და ისე იმ­ხი­ა­რუ­ლოთ.

თუ ყვე­ლა პი­რო­ბას 31 დე­კემ­ბერს ვერ შე­ას­რუ­ლებთ, ნუ და­ღონ­დე­ბით, ვირ­თხა რე­ა­ლუ­რად 2020 წლის 25 თე­ბერ­ვალს შე­მობ­რძან­დე­ბა

რა სა­მო­სით შევ­ხვდეთ თეთ­რი ვირ­თხის წელს

ღია, მკვეთ­რი, მაგ­რამ არა მუქი, ნაც­რის­ფე­რი ფე­რის სა­მო­სი უნდა გეც­ვათ. მო­ე­რი­დეთ ვე­ფხვის პრინტს, ვირ­თხას ეს არ მო­ე­წო­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ თა­გუ­ნას გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის გულ­საბ­ნე­ვი, ბრე­ლო­კი, ან ორ­ნა­მენ­ტი ჩაც­მუ­ლო­ბა­ში.

2020 წლის დი­ა­სახ­ლის საყ­ვა­რე­ლი ფე­რე­ბია: ნაც­რის­ფე­რი, თეთ­რი, ნეფ­რი­ტის­ფე­რი, ია­სამ­ნის­ფე­რი, ღია მწვა­ნე და შავი.

ნუ გა­მო­ე­წყო­ბით ბა­ი­კე­რი­ვით. უმ­ჯო­ბე­სია, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად და დახ­ვე­წი­ლად გეც­ვათ. ფეხ­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და, რაც მთა­ვა­რია, თბი­ლი ფეხ­საც­მე­ლი ჩა­იც­ვით.

მან­დი­ლოს­ნე­ბი ნუ გა­და­ა­ჭარ­ბებთ მა­კი­ა­ჟის გა­მო­ყე­ნე­ბას. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ტუშს; წი­თელ, ვარ­დის­ფერ ან სტა­ფი­ლოს­ფერ პო­მა­დის ფერს. ვარ­ცხნი­ლო­ბი­დან გა­ი­კე­თეთ “კუდი” ან გა­ის­წო­რეთ თმა, რთულ ვარ­ცხნი­ლო­ბებს არ გირ­ჩევთ.

რა კერ­ძე­ბი მო­ვამ­ზა­დოთ ახა­ლი წლის­თვის

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლეთ სა­დღე­სას­წა­უ­ლო მე­ნიუ. საჭ­მელ­ზე ეკო­ნო­მი­ას ნუ გა­ა­კე­თებთ. გქონ­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ცოტ-ცოტა: ბა­ნა­ნი, ანა­ნა­სი, წი­თე­ლი და შავი ხი­ზი­ლა­ლა. ვირ­თხა დი­ე­ტას არ იცავს. ამი­ტომ დე­ლი­კა­ტე­სე­ბი და მსუ­ყე საკ­ვე­ბი თა­მა­მად მო­ამ­ზა­დეთ. სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად დად­გით თხი­ლი, მზე­სუმ­ზი­რა. სა­სურ­ვე­ლია, ვერ­ცხლის ან ვერ­ცხლის­ფერ­ზო­ლი­ან ფი­ა­ლა­ში. ვირ­თხას მარ­ცვლე­უ­ლიც ძა­ლი­ან უყ­ვარს. თუ ახალ წელს ფლო­ვის ან ფა­ფე­ბის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებთ, სიმ­ბო­ლუ­რად, პა­ტა­რა ფი­ა­ლით მი­ი­ტა­ნეთ სუფ­რა­ზე ქერი ან ბრინ­ჯი.

რო­მელ პრო­დუქ­ტებ­ზე უნდა ვთქვათ უარი

სა­ა­ხალ­წლო სურ­ფა­ზე მო­ე­რი­დეთ ზედ­მე­ტად არო­მა­ტუ­ლი სა­ნე­ლებ­ლე­ბი­სა და ჩაის მი­ტა­ნას. აგ­რეთ­ვე, კომ­ბოს­ტოს კერ­ძებს. თაგ­ვი ვერც გა­და­მე­ტე­ბულ ალ­კოჰოლს იტანს. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ კოქ­ტე­ი­ლებს, ყა­ვას ან ხი­ლის წვე­ნებს.

რო­გორ მოვ­რთოთ სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა

მა­გი­დას თეთ­რი სუფ­რა გა­და­ა­ფა­რეთ. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­თავ­სეთ სუფ­რა­ზე ვირ­თხის ფი­გუ­რა. მა­გი­და­ზე სარ­კი­სებ­რი და მბრწყი­ნა­ვი ჭურ­ჭე­ლი და­ა­ლა­გეთ.

2020 წლის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი

სა­ჩუქ­რებს მარ­ტო ბავ­შვე­ბი კი არა, უფ­რო­სე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან. კარ­გი და გემ­რი­ე­ლი სა­ჩუ­ქა­რია ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ყვე­ლის თავი ან ყვე­ლის ასორ­ტის კა­ლა­თა. ვირ­თხას ასი­ა­მოვ­ნებთ, თუ პრაქ­ტი­კულ, გა­მო­სა­ყე­ნე­ბელ ნივ­თებს და­ა­რი­გებთ. აგ­რეთ­ვე, სა­ჩუ­ქარ­მა უნდა გაგ­ვი­უმ­ჯო­ბე­სოს გან­წყო­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა.

ყვე­ლა სა­ჭი­რო და იაფი სა­ჩუ­ქა­რიც კი მი­ი­ღეთ გუ­ლით და სი­ხა­რუ­ლით. გახ­სოვ­დეთ, ვირ­თხა ეკო­ნო­მი­უ­რია და ძვირ­ფას სა­ჩუქ­რებს ნუ ელით. არ­სე­ბობს სა­ჩუქ­რე­ბი, რო­მე­ლიც ვირ­თხის წე­ლი­წად­ში არა­ვის არ უნდა აჩუ­ქოთ. ასე­თე­ბია: კნუ­ტი – ცო­ცხა­ლი და სა­თა­მა­შო, ძაღ­ლის ან მე­ლი­ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ფი­გუ­რე­ბი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი თაგ­ვი ან ვირ­თხა, წვრი­ლი გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თე­ბი, მი­ნის წვე­ტი­ა­ნი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი, პარ­ფი­უ­მე­რია და კოს­მე­ტი­კა.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები