„რესტორანში ვზივარ და ისეთი სუფთა ჰაერია“ – მხიარული კომენტარები და ფოტოები თამბაქოს მოწევის აკრძალვის შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

დღეიდან, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებაში აიკრძალა, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც.

წესების დამრღვევი დაწესებულება კი, პირველ ეტაპზე 500, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდება.

კანონის ინიციატორი დეპუტატი გუგული მაღრაძეა.

სოციალურ ქსელში სიახლეს, მწეველების და არამწეველების მხრიდან, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, იუმორნარევი.

„კვირა+“, რამდენიმე ასეთ შეფასებას გთავაზობთ:

ე.ი. ხვალიდან სიგარეტს შენობებში არ ვეწევით, სამაგიეროდ, შენობებში ვეწევით მარიხუანას?..

კატერების ბიზნესი უნდა დავიწყო!..

„ვსოო“ გადაწყდა: ჩემთან სახლში: სამზარეულოში მოწევა – ღერი 1 ლარი; აივანზე – ღერი – 50 თეთრი! ეძებე ყველაფერში პოზიტივი.

ბაზარზე საფერფლე კატასტროფულად იაფდება.

გუგულის ბუდემ გადაგვიფრინა ვიღაცეებს.

და… პანაშვიდებზე სადარბაზოში მოწევას ვინმე დაარეგულირებს?!.

ჩემი კატერი ჩემი ციხესიმაგრეა!..

რესტორანში ვზივარ და ისეთი სუფთა ჰაერია, ბახმაროში მგონია თავი.

აივანზე არაო, გიჩივლებს მეზობელი და გახდები პოლიტპატიმარი

ჯერ ხელფასი მიეცი 500, მერე შემოიღეთ ასე მაღალი ჯარიმები, ამოხადეთ ხალხს სული.

საღამოს დაითვალეთ, რამდენი ღერით ნაკლები გაქვთ მოწეული. გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები

სხვა სიახლეები