რა მოხდა გუდაურში – “რუსი ტურისტი, რომელიც საბაგიროდან გადმოხტა მიმართვას ავრცელებს”

გადავწყვიტე, მეც დავწერო გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ავარიის შესახებ, რადგან, სხვებისგან განსხვავებით, ვინც ამ თემაზე წერს, მე შემთხვევის ადგილზე თავად გახლდით და თავადვე გადმოვხტი საბაგიროდან.
დიახ, მართალია, რაღაც მიზეზის გამო, საბაგიროს ორივე მუხრუჭი მართლაც გამოვიდა მწყობრიდან. ოპერატორმა მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. რამდენადაც მე შევიგრძენი, საბაგირო უკუსვლით დაიძრა 300-400 მეტრზე. დიახ, მართალია, ყველამ გადახტომა დაიწყო. ქვედა საყრდენთან ახლოს ვინც იყო, მას ნაკლებად გაუმართლა, თუმცაღა მათგან ზოგმა სწორი რეაგირება მოასწრო და გადახტა. კარგია, რომ შემთხვევის წინა დღეს თოვლი წამოვიდა და ფერდობი რბილი იყო. მე თავად, 8 მეტრი სიმაღლიდან მომიხდა გადმოხტომა, თან დიდი სიჩქარით. მეშინოდა, მაგრამ  არანაირი სხვა ვარიანტი არ არსებობდა. იქვე მაშველებიც იყვნენ. ისინი ძალიან ოპერატიულად ახდენდნენ მათ ევაკუირებას, ვისაც შველა სჭირდებოდა. მეც ვეხმარებოდი ყველას, ვინც დახმარებას საჭიროებდა.

დაშავებულია 11 ადამიანი. მათგან მხოლოდ ერთია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დანარჩენები თავს კარგად გრძნობენ, მათ დროული დახმარება გაუწიეს. ყველანი ცოცხლები ვართ. ოპერატიულად ჩატარებული ევაკუაციის შემდეგ, უმალვე მოხერხდა მთების წვერზე მაშველებისა და მოხალისეების გადასროლის ორგანიზება, რათა საბაგიროდან იქ დარჩენილი ადამიანები ჩამოეყვანათ. ყველა ჯგუფი ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობდა. ადამიანები მაშველებს პროფესიონალიზმისთვის მადლობას უხდიდნენ. მთელ სამაშველო ოპერაციას დაახლოებით მხოლოდ 1,5 საათი დასჭირდა.
მე ასევე ერთ-ერთ სამაშველო ჯგუფს ვეხმარებოდი, რომ პროცესი დაჩქარებულიყო (ვთხოვდი ადამიანებს, ჩამოეყარათ აღჭურვილობა, აკურატულად ვალაგებდი მათ და მერე ვაჩვენებდი, საიდან უნდა აეღოთ, მუდმივად ვასწორებდი თოკებს, ერთმანეთში რომ არ გადახლართულიყო, რომ მაშველებს ეკეთებინათ ის, რაც ევალებოდათ და კიდევ სხვა წვრილმანებშიც ვეხმარებოდი).
მოკლედ, ხო, არ ამუშავდა მუხრუჭები. რატომ, ამის შესახებ მონაცემები ჯერ არ არსებობს. დღეს კომპანია “დოპელმაიერის” საერთაშორისო მნიშვნელობის სპეციალისტები დაიწყებენ იმის გარკვევას, თუ რა მოხდა. ჯერჯერობით, შედეგებს ველოდებით.
კურორტმა ძალიან ოპერატიულად მოახდინა ავარიაზე რეაგირება და 200%-ით შეასრულა სამუშაოები.
ახლა ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. გთხოვთ, ნუ ავრცელებთ მათ და ნუ თესავთ დამატებით პანიკას!
საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით ეხმარება დაზარალებულებს. ველით ექსპერტიზის შედეგებს!

კომენტარები

სხვა სიახლეები