რა მესიჯი დაუგზავნა “გუდვილმა” შუაღამისას მომხმარებლებს – რატომ იხდის კომპანია ბოდიშს

1კგ პომიდორი – 2.95ლ, 1კბ ბროწეული – 2.35ლ, „მილდიანის“ ღვინო ქინძმარაული 0.75 – 9.95ლ, „ნესტლე“ შოკოლადის ფილა – 1.75ლ. – ამ შინაარსის მესიჯი „მაგთის“ აბონენტებმა გუშინ, გვიან ღამით ჰიპერმარკეტ „გუდვილიდან“ დაახლოებით ღამის 02:00 საათზე მიიღეს.
მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც პომიდვრის, ღვინის და სხვა პროდუქციის ფასებს იტყობინებოდა, მომხმარებლის გაღიზიანების საგნად იქცა. „კვირა+“ ერთ-ერთ იმ ადამიანს გაესაუბრა, რომელსაც ჰიპერმარკეტის სმს შეტყობინება შუაღამისას მიუვიდა. როგორც ეკატერინე მანჯგალაძე ამბობს, მსგავსი ქმედება უფრო ანტირეკლამაა და მომხმარებლის გაღიზიანებას იწვევს.
„ბავშვს ეძინა და სახლში მარტო ვიყავით, როდესაც მესიჯის ხმა მომესმა. მეუღლეს სტრესული სამსახური აქვს, ხშირად არ არის ღამე სახლში და ბუნებრივია, შემეშინდა. ტელეფონს რომ დავხედე, აღმოვაჩინე, რომ ეს „გუდვილის“ სარეკლამო მესიჯი იყო და რაღაც პომიდვრებს მთავაზობდნენ. ასეთი რამ მგონი არცერთ ქვეყანაში ხდება. ძალიან შევშფოთდი და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, სანამ კომპანიები საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისთვის ასეთ გზას მიმართავენ, დაფიქრდნენ, რამდენად გამოიწევევს ეს უკუკავშირს. ჩემი აზრით, ეს რეკლამა კი არა, ანტირეკლამაა“,- აღნიშნა ეკატერინე მანჯგალაძემ.

კომპანიის მხრიდან შუაღამისას სარეკლამო მესიჯის გაგზავნას, ფიჭური კომპანიის ხარვეზად მიიჩნევს  სზოგადოებასთან ურთიერთობების ექსპერტი  გიორგი კალატოზიშვილი. როგორც მან „კვირა +- სთან საუბრისას აღნიშნა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანია ღამით აწვდიდეს მომხმარებელს იმ ინფორმაციას, რომელსაც წესით უნდა აწვდიდეს დილიდან, რადგან მისივე თქმით, მომხმარებელი დილით ყიდულობს პროდუქტს.
კალატოზიშვილის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე ფიჭური კომპანიის უპასუხისმგებლობასთან გვაქვს რადგან, მისივე განმარტებით, მსგავსი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ დაკვეთის შემსრულებელ კომპანიას „ფეხებზე ჰკიდია“ როდის აგზავნის მისთვის დაკვეთილ რეკლამას. საზოგადოებასთან ურთიერთობების ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კომერციულმა კომპანიებმა მათ მიერ დაკვეთილი რეკლამების12736403_10153464312699779_565176458_n გავრცელება აკონტროლონ.
მისი თქმით, ხშირად სარეკლამო სმს-ების დაბლოკვის შემდეგაც კი მასთან მსგავსი მესიჯები კვლავაც მისულა, რაც კალატოზიშვილის განცხადებით, მისი როგორც მომხმარებლის უფლებებს არღვევს. კალატოზიშვილი მიიჩნევს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა კანონმდებლობით უნდა გამკაცრდეს.
“ორი რაღაც არის გასარკვევი – ეს კეთდება კომპანიის დაკვეთით თუ არის ფიჭური კომპანიის ხარვეზი. არმგონია, კომერციული კომპანია დაინტერესებული იყოს მომხმარებელთა ურთიერთობის გაფუჭებით ან განწყობის გაუარესებით. გამორიცხულია ღამით აწვდიდეს მომხმარებელს იმ ინფორმაციას, რომელსაც წესით უნდა აწვდიდე დილიდან, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი, იმიტომ რომ დილით მიდის მომხმარებელი და ყიდულობს პროდუქტს. შესაბამისად, აქ შესაძლოა იყოს ორი რამ – ერთი ტექნიკური ხარვეზი იმ შემსრულებელი კომპანიის, რომელიც შესაძლოა ხარვეზებით აგზავნის, ან უბრალოდ ფეხებზე კიდია და ასე აქვს ბაზაში წამზომი. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ დამკვეთის წინაშე იყოს ანგარიშვალდებული, რომ ამ რაოდენობით და ღირებულებით დააგზავნა სმს მაგრამ, დროის რა მონაკვეთში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დამკვეთი არ აკონტროლებს.
ძალიან კარგია, როდესაც კომპანიები ასეთ შემთხვევებზე სწრაფად რეაგირებენ, როდესაც მათი მეგობრები და მომხმარებლები წერენ სოციალურ ქსელში თავის უკმაყოფილებას და კომპანია რეაგირებს ამაზე პირდაპირპროპორციულად – რეკავს შემსრულებელ კომპანიასთან და სთხოვს ანგარიშს, თუ რატომ მოხდა ასე.
ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ ხარვეზის ბრალია, მაგრამ რეალურად, დაახლოებით იმავე პრინციპით აკეთებენ ამას ალბათ, როგორც არჩვენების წინ პოლიტიკოსების პლაკატებს აკრავენ ხოლმე – მოიშორებენ უცებ სამუშაოებს ერთ წამში, გააკრავენ მთელს გაყოლებაზე და რეალურად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დროს მიზნობრივ ჯგუფზე ზემოქმედებას იმიტომ, რომ ერთ ადგილას არის ყველა პლაკატი კონცენტრირტებული. ზუსტად იგივეს აკეთებენ, აგზავნიან ამ სმს-ებს ღამის საათებში და პირდაპირ იწვევენ მომხმარებლის გაღიზიანებას.
ამის კონტროლი არის საჭირო კომერციული კომპანიებისგან და ცალცე კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს იმიტომ, რომ მე ძლიან ხშირად დამიბლოკავს სარეკლამო სმს, მაგრამ მაინც მომდის. მომხმარებლის უფლებები ირღვევა რეალურად და ამას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, კომერციულ კომპანიას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჩემს პირად ინფორმაციებზე, მითუმეტეს მე თუ არ შემივსია. საქართველოში ასეთი ტიპის მესიჯებისგან თავის დაცვის მექანიზმები არ არსებობს. ერთადერთი -მესიჯში მითითებულია რაღაც კოდი, რომელიც უნდა შეიყვანო გასათიშად, თუმცა ეს არ მოქმედებს”, – აღნიშნა „კვირა+“ საუბრისას კალატოზიშვილმა.
მომხმარებლების აღშფოთებას „გუდვილიც“ გამოეხმაურა. როგორც „გუდვილის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, სმს შეტყობინების ღამით გაგზავნა სარეკლამო კომპანიის და ფიჭური კომპანიის ხარვეზი იყო. ჰიპერმარკეტის წარმომადგენელი მომხმარებლებს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის.
„ეს იყო ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის და ფიჭური კომპანიის ხარვეზი. მესიჯი დაიგზავნა „მაგთის“ აბონენტებთან. დისკომფორტის გამო ბოდიშს ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს. უკვე მიცემული გვაქვს შენიშვნა ამ კომპანიებისთვის“, – აღნიშნავენ „გუდვილში“.

12728996_1130273813684128_2405945555266697561_n

კომენტარები

სხვა სიახლეები