რა ისტორია გადახდა თავს დილის 6 საათზე თინა მახარაძეს: კარგის მეტი რა მეთქმის, მე თუ ღრჯო და უზნეო არ ვარ




მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის საღამოს მის თავს გადამხდარ ისტორიას ყვება.

“გალერიდან გამოვბანცალდი. ღამენათევი და ნამთვრალევი. ფეხებთან მომიჩერდა თეთრი ტოიოტა რაღაც: (მე უფრო- უკარო ტრანსპორტიიი. ან საზ.) -“თინააა, დაჯექი, ჩვენ გაგიყვანთ” (ესეთ დროს გრიშაშვილი, ტერენტი გრანელი და გალიკ’ ერთად მგონია ხოლმე თავი). ისედაც გლდანში მომავალისთვის დილის 6 საათზე და მითუმეტეს ჩემსავით დამპალი თავგადასავლების მაძიებელისთვის კარგი წინადადებაა. არ ვემდური არაფერს ვუაბშე. თავპატიჟი აღარ გამოვიდე. დავჯექი. გოგოა საჭესთან – ქერად შეღებილი მოკლე თმით, მელირებაც რომ ილანდება ბუნდოვნად, ნაცრისფერი თბილი კაპიუშონით და მკვეთრად სქელი ტუჩებით. იბერო-კავკასიური სთრით სთაილ არალი პრობლემა. ბიჭია-ბიჭია რა. ეგეთ გოგოს რომ უნდა ახლდეს, ისეთი. მოკლე დიალოგი – გავიარეთ. ჩართეს მუსიკა. ირაკლი ჩარკვიანი. ვახ-მეთქი, ვფიქრობ და ვყანყალებ, ვეღვენთები დაორთქლილ მინას, დავიწყო ახლა ეგრე საღერღელაშლილმა ლაპარაკი ამ კაცის მნიშვნელობაზე, რომ უბრალო’თ კარგი მელოდია მარჯვენა სანაპიროზე, ღამის პეიზაჟს რომ კიდევ უფრო ფანტასმაგორიულს ხდის კი არა, კაცი, როგორც რომ მხედრული დამწერლობა – მთელი ჩვენი ეროვნული იდენტობა – სულყოფილიც და სრულყოფილი და ა.შ. და ა.შ. თუ -იჯექი, გოგო, ჩუმად! და ამ დროს,თითქოს ზეციდან პასუხად, ირაკლი ჩარკვიანს აი, ეგრე თამამად მოსდევს “ქუჩის ბიჭები” და ნინი ქარსელაძე. ვახ. მერე რო წავიდა,სულ ტექნოები იყო ლამაზ-ლამაზად.და აი,მანდ გავისიგრძეგანე ქეთი დევდარიანის ეგეთი ვითომ მარტივი(არაფერი შეგეშალოთ),ზუუუუსტი სიტყვათა შეთანხმება: “ეკლექტური საქართველო”. რავი, მეგობრებო. თქვენ კარგად იყავით. წმინდა წყლის არა, მაგრამ ერთგვარი ანთროპოლოგიური მიმოხილვა, მეტი არაფერი. მადლობელი გოგო ამ გოგო-ბიჭს. კარგის მეტი რა მეთქმის, მე თუ ღრჯო და უზნეო არ ვარ.

კომენტარები

სხვა სიახლეები