რა დაინახეთ სურათზე პირველი? – ეს ოპტიკური ილუზია ზუსტად აღწერს, რამდენად მიმნდობი ადამიანი ხართ და როგორი ხასიათი გაქვთ

ეს ოპტიკური ილუზია მია ილინმა შექმნა. ტესტი სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება და ძალიან პოპულარულია. ადამიანები სურათზე განსხვავებულ გამოსახულებებს ხედავენ და ავტორის თქმით, ეს მათი ხასიათის თვისებებსაც განსაზღვრავს და ამავდროულად, გაჩვენებთ, რამდენად მიმნდობი ადამიანი ხართ,
მაშ, ასე – შეხედეთ სურათს და დააფიქსირეთ, რა დაინახეთ პირველივე ჯერზე, ზედმეტი დაკვირვების გარეშე.

ახლა კი შედეგების შემოწმების დროა:
ჩანჩქერი: თუ პირველივე შეხედვის დროს სურათზე ჩანჩქერი დაინახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ძალიან ადვილად ენდობით. ბევრი მეგობარი გყავთ. თქვენი უბრალოებით, გახსნილობითა და მხიარული ბუნებით ადამიანებს თქვენკენ მარტივად იზიდავთ და კომუნიკაცია კარგად გამოგდით. შეგიძლიათ, სხვების მოსმენა და კარგი რჩევების გაზიარებაც. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თავისი მინუსებიც აქვს. ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ თქვენ არაფერი გადარდებთ, ყველაფერს მარტივად უყურებთ, არაფერი გაწუხებთ და ბევრი რამ უმნიშვნელოა. ამიტომაც, ძალიან ხშირად სხვების მწუხარებისა და შფოთვის გამზიარებელი ხართ, თქვენი პრობლემების შესახებ კი, როგორც წესი, არავინ არაფერი იცის.

დათვი: თუ სურათზე პირველივე შეხედვისას დათვი დაინახეთ, მაშინ თქვენი ხასიათი წინა აღწერის საპირისპიროა. გარეგნულად მეგობრულად და კეთილგანწყობილად გამოიყურებით, მაგრამ ყველა ადამიანს თქვენთან ახლოს არ უშვებთ. როგორც წესი, იქამდე, ვიდრე ვინმეს ენდობით, ხანგრძლივ დისტანციას ინარჩუნებთ და აკვირდებით, ღირს, თუ არა მასთან ურთიერთობა. გარდა ამისა, ძალიან გიჭირთ წყენის დავიწყება. ეს კი წარსულის ტრავმული გამოცდილებებითაა განპირობებული. შესაძლოა, ადრე თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლეს, მოგატყუეს, გიღალატეს და ამიტომაც, ახლა ადამიანებთან დისტანციას ინარჩუნებთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები