რა დაემართა ანგელა მერკელს, რომელსაც ზელენსკისთან შეხვედრაზე კანკალი დაეწყო (ვიდეო)

ბერლინში კრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ამ უკანასკნელმა მიიქცია – ანგელა მერკელმა მოულოდნელად კანკალი დაიწყო. ჟურნალისტები, ცხადია, დაინტერესდნენ კანცლერის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჰკითხეს, რა დაემართა. “დავინახეთ, რომ როდესაც სამხედრო ჰიმნს უსმენდით, კანკალი დაგეწყოთ. როგორ გრძნობთ თავს? მოქალაქეებმა უნდა ინერვიულონ? “, – ჰკითხა პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მერკელს.

კითხვაზე მერკელმა გაიღიმა და უპასუხა – არა. მოგვიანებით, გერმანიის კანცლერმა უკეთ განმარტა: ამ წუთას, სულ მცირე, სამი ჭიქა წყალი მაქვს დალეული. როგორც ჩანს, მჭირდებოდა. ახლა კარგად ვარ”, – განმარტა ანგელა მერკელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები