რა დაავადებებს იწვევენ პროდუქტები, რომლებსაც ყოველდღიურად მივირთმევთ

საკვები, რომელსაც დღის განმავლობაში მივირთმევთ, ხშირ შემთხვევაში, მავნეა ჩვენი ორგანიზმისთვის. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, ხელი შეუწყოს ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიც არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის დაავადებები, დიაბეტი, ალცჰაიმერი და კიბოც კი.

ძეხვეული და სოსისები
ძეხვეული და სოსისები შეიცავს დიდი რაოდენობით ნიტრატებს, დანამატებს, კონსერვანტებს. ისინი ხელს უწყობენ სიმსივნის, დიაბეტის, გულის დაავადებების, ქცევითი პრობლემებისა და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარებას.

ზეთი

მცენარეული ზეთების უმეტესობა გენმოდიფიცირებულია და ხელს უწყობს არაერთი დაავადების განვითარებას, მათ შორის- ალცჰაიმერის განვითარებას. მის ნაცვლად გამოიყენეთ ავოკადოს, ქოქოსისა და ზეითუნის ზეთები.

მარგარინი

მარგარინი იმაზე ხელოვნური და სახიფათო არის, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის არის კარაქის ყველაზე ცუდი ვარიანტი, დამზადებულია გადამუშავებული მცენარეული ცხიმებისგან და მთლიანად ქიმიაა. აზიანებს გულს, სისხლძარღვებს და წევს ქოლესტერინის დონეს. მარგარინის ნაცვლად გამოიყენეთ ჩვეულებრივი კარაქი ან ავოკადოსა და ზეითუნის ზეთები.

ჰოთ დოგი

ისინი, ვინც ჰოთ დოგებს ხშირად მიირთმევენ, დაახლოებით, იმავე ზიანს აყენებენ ორგანიზმს, რასაც – მწეველები. მასში შემავალი ნატრიუმი და ტოქსინები ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას.

ჩიფსები

ყველამ ვიცით, რომ ჩიფსი სასარგებლო არ არის, მაგრამ რა დაავადებების გამოწვევა შეუძლია მას? ესენია: მსხვილი ნაწლავის, მკერდის, სწორი ნაწლავისა და პროსტატის კიბო.

სალათების მზა სოუსები

ბოთლებში ჩამოსხმული ნებისმიერი სოუსი იმაზე მავნებელია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ისინი სავსეა ხელოვნური დანამატებით, არომატიზატორებით, საღებავებით, შაქრითა და მაღალი ფრუქტოზის შემცველი სიმინდის სიროფით. ამ სოუსების ერთხელ მოხმარება იგივეა, რაც ერთი ჩანთა კარტოფილის ჩიფსის ან ჰოთ დოგის მირთმევა. შეეცადეთ, თავად მოამზადოთ სოუსები, გამოიყენოთ ლიმონი, ძმარი, ნატურალური ზეთი, ნატურალური სუნელები და უარი თქვათ მზა სოუსებზე.

ხელოვნური შაქარი

თუ შაქარზე იმიტომ ამბობთ უარს, რომ არ მოიმატოთ და თან ჯანმრთელობას გაუფრთხლდეთ, მაშინ ხელოვნური, ე.წ. დიაბეტური შაქარი არ უნდა იხმაროთ. ხელოვნური შაქარი ორგანიზმში ყველაფერს თავდაყირა აყენებს – იწვევს დიაბეტს, სისხლის მაღალ წნევას, გულის დაავადებებს და მეტაბოლურ პრობლემებს. ასპარტამი მსოფლიოში ყველაზე საზიანო ნივთიერებაა და სწორედ მას შეიცავს ხელოვნური შაქარი. ასე რომ, ჩაანაცვლეთ ის თაფლით ან ნეკერჩხლის სიროფი.

ტომატის კონსერვი

ქართული კერძების მომზადებისას ტომატს განსაკუთრებული სიხშირით ვიყენებთ და, ალბათ, ვერც წარმოგვიდგენია, თუ რა რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამ პროდუქტის ხშირი მოხმარება ხელს უწყობს დიაბეტის, გულის დაავადებების, კბილების დაზიანებისა და სიმსუქნის განვითარებას. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად თავად შეგიძლიათ, მოამზადოთ პომიდვრის სოუსი ან შეიძინოთ ისეთი ტომატის კონსერვი, რომელშიც შაქარი და სოდა მინიმუმამდეა დაყვანილი.

უშაქრო გაზიანი სასმელები

მარკეტოლოგები ზოგჯერ დაუნდობლები არიან და ესეც მათი ერთ-ერთი ხრიკია – დააჯერონ ხალხი, რომ თუ უშაქრო (დიეტურ) გაზიან სასმელს დალევენ, უფრო ჯანმრთელები იქნებიან და ორგანიზმს არაფერს ავნებენ. არა, მეგობრებო, უშაქრო გაზიან სასმელებში დამატებულია ხელოვნური შაქარი და ძალიან დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს. ყველაფერს ჯობს, რომ სახლში დაწურული წვენებით ისიამოვნოთ. თუ გაზიანი სასმელი ძალიან მოგენატრებათ, ნატურალურ წვენს ცოტაოდენი გაზიანი მინერალური წყალი დაუმატეთ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები