„რა, ან ვინ გამაცინებდა ახლა მე ბუკას გარდა – რა უთხრა ეკა მიშველაძეს მეუღლემ

„თვალი გაახილა თუ არა და დამინახა, ერთი თქვა მარა ისეთი, რომ გულიანად გამაცინა“, – ამ შინაარსის სტატუსი ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ორი დღის წინ შეიარაღებული თავდასხმის შედგად დაჭრილი მეუღლის „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის მონახულების შემდეგ გამოაქვეყნა.
ჟურნალისტი წერს, რომ მისი მეუღლე მხიარული და მზრუნველია, მაშინაც კი, როდესაც თავად ყველაზე მეტად უჭირს.
„რა ან ვინ გამაცინებდა ეხლა მე ბუკას გარდა! თვალი გაახილა თუ არა და დამინახა, ერთი თქვა მარა ისეთი, რომ გულიანად გამაცინა! აი ასეთია ბუკა: მუდამ მხიარული და მზრუნველი მაშინაც კი, როცა თვითონ ყველაზე მეტად უჭირს! ეს ბიჭი აუცილებლად კარგად იქნება“, – წერს მიშველაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები