რა აზრისაა ბოკერია ლევან ვასაძესთან ორკაციან კამერაში ჩასმაზე – დეპუტატის პასუხი

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ლევან ვასაძის ვიდეომიმართვას, სადაც ის ციხეში ბოკერიასთან ერთად ჩასმას ითხოვს, სარკასტული პასუხით უპასუხა.
„რაღაც პროგრესი მაქვს, სხვები, უბრალოდ, ციხეში ჩასმას ითხოვდნენ ჩემსას და ამას ჩემთან ერთად უნდა საკანში, ოღონდ  ეს სიმპათიის გამოხატვად უნდა ჩავთვალო მისი მხრიდან თუ არა, არ ვიცი ჯერ“, – განაცახადა გიგა ბოკერიამ „TV პირველის“ ეთერში.
შეგახესნებთ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, თუკი მას დაიჭერენ, უნდა დაიჭირონ “არეულობის მცდელობის მთავარი იდეოლოგი” – გიგა ბოკერიაც.
“იმედია, იმას მაინც მიხვდებით, რომ მე თუ დასაპატიმრებელი ვარ, მაშინ, მაგალითად, გიგა ბოკერიაც არის დასაპატიმრებელი, ვინც არის იდეოლოგი ამ არეულობის მცდელობისა. ერთი თხოვნა მაქვს – ორკაციან კამერაში ჩაგვსვით და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანს. მერე მართლა გექნებათ ჩემი დაპატიმრების ლეგალური მიზეზები. ამას ვამბობ ყოველგვარი იუმორის გარეშე”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები