რატომ მოკლა მარკ ცუკერბერგმა თავისი თხა ელექტროშოკით და ვის აჭამა მისი ხორცი

Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი „Twitter”-ის ხელმძღვანელის, ჯეკ დორსის თვალწინ თავის შინაურ თხას ესროლა, რის შემდეგაც ამ ხორცის დამუშავება თავის ყასაბს სთხოვა. ამის შესახებ დორსიმ გამოცემა Rolling Stone-ს უამბო.
მარკის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ერთი წლის განმავლობაში ის მხოლოდ იმ ცხოველების ხორცს მიირთმევდა, რომლებსაც მხოლოდ თვითონ კლავდა.
პალო-ალტოში არსებობს წესი, რომლის თანახმადაც, მიწის მფლობელს აქვს უფლება ჰყავდეს ექვსი ერთეული შინაური პირუტყვი. მარკს ჰყავდა თხები.
ერთ დღეს ცუკერბერგმა კოლეგა ვახშამზე დაპატიჟა. საღამოს მთავარი კერძი თხის ხორცი გახდა, რომელიც მან თავად მოამზადა. დორსის თქმით, Facebook-ის დამფუძნებელმა ხორცი ღუმელში მოათავსა, ნახევარ საათში კი თქვა, რომ ის მზად იყო და სუფრაზე დადო.
„იმ თხის ხორცი მოამზადა. ცივი იყო. იმ საღამოს გადავწყვიტე მხოლოდ სალათი მეჭამა”, – ამბობს დირსი.
კითხვაზე, თუ რა იარაღით მოკლა თხა ცუკერბერგმა, დორსიმ განაცხადა, რომ ეს ელექტროშოკის იარაღით გააკეთა, რომელსაც ლაზერული სამიზნე ჰქონდა. “გასროლის შემდეგ, ცუკერბერგმა ცხოველს დანით გამოჭრა ყელი”, -დააზუსტა „ტვიტერის’ უფროსმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები