რატომ ვრცელდება ფეისბუქზე უცნაური სტატუსები

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე რამდენიმე დღეა უცნაური სტატუსები ვრცელდება, რასაც მომხმარებელთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სინამდვილეში ეს სტატუსები უწყინარი თამაშია, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გართობის მიზნით წამოიწყეს.

“მას შემდეგ რაც შენ მოწონე / დააკომენტარე ჩემი სტატუსი… ახლა შენი ჯერია. შენ გახდი თამაშის ნაწილი. ადამიანი, რომელიც მოიწონებს / დააკომენტარებს ჩემს სტატუსს უნდა ამოირჩიოს ჩამონათვალთაგან ერთ-ერთი ფრაზა და დაპოსტოს თავის facebook გვერდზე 24 საათის განმავლობაში
1. მე მყავდა 24 შეყვრებული
2. ვიღაცამ შემომთავაზა პროსტიტუცია, მაგრამ მე ვყოყმანობ
3. გადავწყვიტე აღარასდროს ვატარო ტრუსი
4. მე ჯერ კიდევ მიყვარს ჩემი ყოფილი
5. გადავწყვიტე ვიყო გეი/ლესბოსელი
6. ორსულად ვარ
7. ტატუს ვიკეთებ
8. ბავშვი მინდა
9. მაიმუნი უნდა ვიშვილო
10. ვქორწინდები
11. შეყვარებული ვარ
12. სიკვდილი მინდა
შენიშვნა: შეგიძლია აირჩიო მხოლოდ 1 წინადადება, არავითარი ახსნა, არავითარი კომენტარი. როცა ვიღაც მოიწონებს/დააკომენტარებს შენს სტატუსს გაუგზავნე ეს სმს მას, გთხოვ შეინახე საიდუმლო, არ ჩაშალო თამაში და მხიარულება”, – აღნიშნული სმს-ის მიღების შემდეგ თქვენ ავტომატურად ერთვებით თამაშში.

კომენტარები

სხვა სიახლეები