რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?! -რომან გოცირიძე

პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ვირუსების პერიოდში ეკლესიაში ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების ინიციატივით გამოდის ამის შესახებ პოლიტიკოსმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. “რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?!
რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!
ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე?
არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება”.

კომენტარები

სხვა სიახლეები