რატომ აკრიტიკებენ რემი მალიკს (ვიდეო)

ბოჰემურ რაფსოდიაში მთავარი როლის შესრულებისა და ოსკარის მიღების შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობი რემი მალიკი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მსახიობმა თავდაპირველად პოპულარობა სერიალში “მისტერ რობოტი” მონაწილეობისთვის მოიპოვა, თუმცა ფრედი მერკურის განსახიერებისთვის ეგვიპტური წარმოშობის მსახიობის გულშემატკივრების რაოდენობა გაიზარდა. მალიკი ამჯერად ბრენდის, Mandarin Oriental Hotel Group-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს, ვიდეომ მსახიობის გულშემატკივრებისგან საკმაოდ ნეგატიური კომენტარები დაიმსახურა.
“რემი მალეკი არაჩვეულებრივი სერიული მკვლელი იქნებოდა”
“რომ არ მცოდნოდა ვინაა რემი მალეკი, აუცილებლად 80-იანი წლების სამხრეთ კალიფორნიელი სერიული მკვლელი მეგონებოდა”
“ერთი სული მაქვს როდის გადაიღებენ რემი მალეკს სერიული მკვლელის როლში, მას თამაშიც არ დასჭირდება”,- წერდნენ მსახიობის გულშემატკივრები სოცქსელში.

https://www.youtube.com/watch?v=6tRekGUVLGA&feature=youtu.be&fbclid=IwAR1PCLXCQDDqVTf535JAGzD7S4aRsClwY_208IyvU8qIYynnwLxs_Ibqin4

კომენტარები

სხვა სიახლეები