რას წერს 18 წლის გოგონა, რომელმაც აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა

18 წლის მაკო გომური ერთ-ერთია, ვინც 20 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებისას მძიმედ დაშავდა. მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. გოგონა საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს და მას უამრავი ადამიანი შეეგება საავადმყოფოს ეზოში და გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

მაკო გომური უკვე უკეთ გრძნობს თავს. მან სოციალურ ქსელში “პოსტი” გამოაქვეყნა.

“სიზუმ გაწი კამერაო.
გვიყვუარხართ ჩვენ
მოკლედ,ახლა კარგად ვარ, ბავშვებო და ხალხო;დ უბრალოდ, საშინლად გადაღლილი ვარ და მჭირდება ძალების სასწრაფო აღდგენა;დდ
თქვენ ჩემზე არ იღელვოთ. თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ, თავს გაუფრთხილდით, რა.
ძალიან მალე გამოვჯანმრთელდები ძალიან, ძალიან მალე “, – წერს მაკო გომური სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები