რას ყვება “რესპუბლიკურში” მისული პაციენტი- “სხვის ზეწარში აპირებდნენ ჩავეწვინე… ირკვევა, რომ ორივე ფილტვი სუფთაა”

ბრიტანეთის მოქალაქემ, ეკა ტიკარაძემ “რესპუბლიკურ საავადმყოფოს” მწვავე ბრალდებები წაუყენა. მისი თქმით, ჰიგიენისა და მომსახურების კუთხით საავადმყოფოში უმძიმესი პირობები დახვდა. „ოთხი დღეა არ ვარ კარგად, ნელ-ნელა უარესდებდა სიტუაცია. დაბალი სიცხეები და მძიმე ხველა. წუხელ უკვე სასწრაფო გამოვიძახეთ, რომელსაც 6 საათი ველოდეთ და მერე გავაუქმეთ და ტაქსით ვისარგებლეთ. სასწრაფო მარტო ზემოთ ნახსენები სიმპტომისთვის არ გამომიძახია. რატომღაც, ჩემთვის ძალიან მაღალი წნევა მქონდა. განსაკუთრებულად გულმა შემაწუხა (105ზე მქონდა გულის წევა). ლოგინიდან ვერ ავდექი, ამიტომ საკუთარი (ან ნებისმიერი) მანქანით ვერსად წავიდოდი. მინდოდა ადგილზე აღმოეჩინათ დახმარება, რაც არ მოხდა. თვითნებურად გავუწიე თავს სასწრაფო დახმარება და მერე ტაქსით გავიქეცით ადგილობრივ კლინიკაში, საიდანაც გაგვაქცუნეს დიღომში, შემდეგ კი რესპუბლიკურში გაგვიშვეს. იქ წინასწარ “დამიდგინდა” მარჯვენა ფილტვში ანთება/ანომალია და დამაწვინეს, რომ დილას ხელმეორედ გადაეზუსტებინათ. სანამ სამედიცინო საკითხებზე გადავალ, მოდით მოგახსენებთ ელემენტარულ საკითხებზე ინფორმაციას.

1. კარანტინის პირობებში, სხვის ზეწარში აპირებდნენ რომ ჩავეწვინე. პროტესტი რომ განვაცხადე, შედარებით უკეთესზე (თუმცა მაინც არ მგონია სუფთაში) დამაწვინეს. ექთანი მთელი ღამე უხელთათმანოდ მემსახურა, თან მარტო მე ვიყავი და “მომსახურების” შორის, ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან. მერე ერთი-ორჯერ ჩაიცემინა, ჩაიხველა ხელში და იმ ხელით შემიცვალა წვეთოვანიც და ინჰალატორიც.

2. საპირფარეშოში არც საპონი და არც ხელსაწმენდი არ იყო. როდესაც “ტუალეტის” ქაღალდი მოვითხოვე, მაგაზეც მითხრეს, რომ არ ჰქონდათ და მის მაგივრად ბინტი მომცეს. დიახ, მეგობრებო, ბინტი ტუალეტის ქაღალდის შემცვლელი საშუალებაა, იცოდით თქვენ? 3. წყლის არც ჩვეულებრივი და არც ერთჯერადი ჭიქები არ არის რესპუბლიკურში, ამიტომ, ამ შემთხვევაში, უზარმაზარი შპრიცით მოგიწევთ წყლის დალევა… ეხლა თვით სამედიცინო განხრით ვისაუბროთ:

1. სასწრაფოს არ ელოდოთ. ხელოვნური “კრიზისია”, რომ არ ისარგებლოთ უფასო სასწრაფო დახმარებით. სხვაგან არ ვიცი, მაგრამ რესპუბლიკურში სასწრაფო დახმარების მისაღები ცარიელი იყო წუხელ. ექიმებს და ექთნებს კი უამრავი დრო ჰქონდათ – ან ეძინათ ან ინტერნეტით ისე იყვნენ გართულები, რომ მე ვახსენებდი – სიცხე წნევა და ინჰალაცია შეემოწმებინათ.

2. დიაგნოზს ნუ ენდობით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ფინანსური სტატუსით ხართ მისული. რა სახის (ან სართოდ თუ რაიმე სახის) დაზღვევით ხართ და კიდევ რამდენად ჩახედული ხართ თავად თქვენ, მედიცინაში, დიაგნოზსა და დანიშნულებებში. როგორც თავიდან დავიწყე, პირველადი დიაგნოზით და რენდგენის სურათით მარჯვენა ფილტვში დარღვევები “დადგინდა”. დამაწვინეს და თან მომამზადეს, რომ შეიძლება ერთი-ორი დღე არ იყოს საკმარისი ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება (ეს მაშინ, როცა ნახეს, რომ ვარ ბრიტანეთის მოქალაქე და არ მაქვს საყოველთაო დაზღვევა) დაწვენიდან, დაახლოებით, ერთ საათში მირეკავს ჩემი ბრიტანული დაზღვევის აგენტი, ვრთავ მას მიკროფონზე, რომ ინფორმაციის ჩაწერაც მოვახერხო. ყველას ესმის ჩემი ბრიტანული აქცენტით საუბარი, ბრიტანელ აგენტთან. რის მერეც ვაცნობე ბრიგადას, რომ გადავიხდი ყველაფერს, უბრალოდ, მომიმზადონ ფორმა 100 (დეტალურად) და დეტალურად დამიწერონ დიაგნოზიც, რაც ჩამიტარდა და ხარჯთაღრიცხვა. დილას თენდება და მიღებენ განმეორებით რენდგენს (ამჯერად, შედარებით თანამედროვე აპარატით) და ირკვევა რომ აბსოლუტურად სუფთაა ორივე ფილტციც და მხოლოდ ასთმური შეტევა და სპაზმები მახრჩობს…. დასკვნები თქვენთვის მომინდია!”- წერს ეკა ტიკარაძე სოციალურ ქსელში.

 

წყარო: ნიუპოსტი

კომენტარები

სხვა სიახლეები