რას უსმენენ და როგორი გემოვნება აქვთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს

სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს, ისევე, როგორც რიგით ადამიანებს, უყვართ მუსიკა. თითოეულ მათგანს თავისი ფავორიტები ჰყავთ და საყვარელი მიმდინარეობები აქვთ.
დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ძალიან უყვარს დოლორეს გრეი და ვერა ლინი.

 


პრინც ჩარლზის საყვარელი მომღერალი – ლეონარდ კოენი 2016 წლის ნოემბერში გარდაიცვალა


პრინც ენდრიუს კი შედარებით თანამედროვე გემოვნება აქვს და მისი საყვარელი მუსიკოსი will.i.am.-ია.


კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ასევე უყვართ თანამედროვე მუსიკა. მათ ქოწილზე, მათივე სურვილით ელი გოლდინგმა იმღერა. ამას გარდა, პრინცი უილიამი Coldplay-ის დიდი თაყვანისმცემელია.


რაც შეეხებათ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს, ჰარის გრაიმის ჟანრი უყვარს, კონკრეტულად კი Skream. რაც შეეხება მარკლს, ადრე თავის ბლოგში ის წერდა, რომ უყვარს Crystal Fighters, მეგი როჯერსი და ჟანელ მონე.

 

წყარო:http://fortunaplus.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები