“რას ნიღბავს მისი დოლჩე გაბანას ანაფორებით” – ნიკა გვარამია მამა პეტრეს აკრიტიკებს

 ნიკა გვარამია,  სოციალურ ქსელში მამა პეტრეს  შესახებ წერს.
,,ცხადია, ამ გაურკვეველი მამაოს საქმეა, რას ნიღბავს მისი დოლჩე გაბანას ანაფორებით. ცხადია, მისი საქმეა, ყოველ დღე სხვადასხვა პოზაში და ჩაცმულობაში, სათვალეში და პრიჩოსკით ფოტოებს რომ დებს, მის მრწამსს ეს როგორ შეესაბამება და ფროიდი ამას როგორ განმარტავდა.
მაგრამ, აი ასეთების ასობით დოლარდახარჯული დაბუსტული პოსტებით მორალისტობა და პასტორალური შეგონებები სულიერებაზე, ცოდვასა და სიქველეზე, მეგობრობის დღიურში ჩანაწერების სტილში, სრულიად ამაზრზენია. თან, როცა წინა დღით პროფილის სტუმარი იყავი და ფსევდო სერიოზულობით არჩევდი მერსი სულხანიშვილის ძუძუების და ირინა ონაშვილის 60-90-60 პარამეტრების შესაბამისობას “საღვთო სჯულთან”.
ჭეშმარიტად, შეუცნობელია გზანი უფლისანი. მაგრამ, ამ მამაოს, ვეჭვობ, ის უფრო აშინებს, რომ არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს”, – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

სხვა სიახლეები