რას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომზე: ომი ისე დაიწყო, რუსეთმა არაფერი იცოდა(ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ისე დაიწყო, რომ რუსეთმა არაფერი იცოდა.
მისი თქმით, ეს იყო ედუარდ კოკოითის პროვოკაცია. ვაშაძე აცხადებს, რომ რუსული მხარე მას დაუკავშირდა და მოსკოვში სასწრაფოდ ჩასვლა სთხოვა.
“პროვოცირება კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, ეს იყო აბსოლუტური თვითშემოქმედება, და რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო მზად ამისთვის. გასაგებია, რომ ამისთანა თვითშემოქმედებამ შესაძლოა ძალიან საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს, ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები