ჟურნალისტის სახალისო კურიოზი პირდაპირი ეთერის დროს (ვიდეო)

პირდაპირი სატელევიზიო ეთერის დროს უხერხული სიტუაციები არცთუისე იშვიათი მოვლენაა, რასაც წინასწარ ვერავინ იწინასწარმეტყველებს. მსგავსი რამ ტელეკომპანია Sky News-ის კორესპონდენტ თამარა კოენს მოუვიდა. „ბრექსითის“ შესახებ მორიგი რეპორტაჟის დროს, ამ ტელეკომპანიის მაყურებლები კურიოზული შემთხვევის თვითმხილველები აღმოჩნდნენ. ოპერატორების კამერები ბრაუნინგ სთრითზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის რეზიდენციის კარისკენ იყო მიმართული. სანამ ხმა კადრს მიღმა ბრიტანელების პოზიციაზე ყვებოდა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, გადამღები ჯგუფები ელოდნენ ინგლისისა და უელსის გენერალური პროკურორის, ჯეფრი კოკსის შენობასთან მანქანით მისვლას. თამარა კოენმა კი გადაწყვიტა, კადრში მისი ჩვეული ადგილი დაეკავებინა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და უმალ მოიფიქრა გამოსავალი – ის სწრაფად ქვემოთ ჩახტა და კამერებს ამგვარად დაემალა. მისი ეს „ფოკუსი“, რა თქმა უნდა, ყურადღების ქვეშ მოექცა. ინტერნეტქსელის მომხმარებლები ძალიან გახალისდნენ მისი კურიოზული შემთხვევით და, მალევე, ამასთან დაკავშირებული „გიფიც“ სოციალურ ქსელებს მოედო.

https://www.youtube.com/watch?v=sWBPO5c_d7o&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები