პუტინმა ,,ღამის მგლებიის” მიერ ორგანიზებულ ბაიკშოუში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

გამოცემა,, სპუტნიკი” ვლადიმერ პუტინის ფოტოს აქვეყნებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მოტოციკლს მართავს.

საქმე ის გახლავთ, რომ მოსკოვის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, სევასტოპოლში, მოტოკლუბ ,,ღამის მგლების” მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბაიკშოუში მიიღო მონაწილეობა.

როგორც გამოცემა იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი ბაიკშოუზე ყირიმის მეთაურთან და სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად, მოტოციკლით მივიდა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი, სევასტოპოლის პორტის რაიონში მდებარე მუზეუმ-ნაკრძალში, სევასტოპოლის ისტორიის შესახებ დადგმულ წარმოდგენასაც დაესწრო, მონაწილეებს გაესაუბრა და მათ ნამუშევარს მაღალი შეფასება მისცა.

ორგანიზაცია ,,ღამის მგლები” საერთაშორისო ბაიკშოუს ყოველწლიურად ატარებს. ღონისძიების დღეებში ყირიმის მაგისტრალზე უამრავ მოტოციკლს შეხვდებით. აქ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სანომრენიშნიან მოტოციკლებსაც ნახავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები