პროფესორი პირდაპირ ეთერში მაშინ გარდაიცვალა, როცა სიკვდილზე საუბრობდა (ვიდეო)

ცნობილი ინდოელი პროფესორი სატელევიზიო შოუს პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა. რამდენიმე წუთით ადრე, ის იმის შესახებ საუბრობდა, თუ როგორ ჯობია სიცოცხლესთან დამშვიდობება.
რიტა ჯიტედენდრა ინდოეთში ცნობილი მწერალი და მხატვარი იყო. მას ექსპერტის როლში სატელევიზიო გადაცემებში ხშირად იწვევდნენ. დილის გადაცემა „დილა მშვიდობისა“ მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.
მწერალი თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ საუბრობდა, როცა უეცრად, გაჩუმდა, რის მერეც გონება დაკარგა. ინტერვიუ მაშინვე შეწყვიტეს. ქალბატონი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა მას გულის ინფარქტი დაუდგინეს, მაგრამ ვერაფრით დაეხმარნენ.
როგორც გაირკვა, ტელევიზიაში მისვლამდე ის იმაზეც საუბრობდა, რომ სურს ისე გარდაიცვალოს, როგორც ყოფილი პრეზიდენტი აბდულა კალამი, ის ადგილობრივ უნივერსიტეტში ლექციის დროს გარდაიცვალა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები