პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ – ნინი ქარსელაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ

მომღერალი ნინი ქარსელაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: „ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა… იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია, ვაი, ამ სიცოცხლეს. სხვათაშორის, ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახის შვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა? უმრავლესობა ჩემთვის ავადსახსენებელმა ნარკოტიკმა შეიწირა. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ მხოლოდ ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს… შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან, რაში აქვთ თავი გაყოფილი… დროა, მორჩეს იმ ხალხის “გაპიარება” ტელევიზიებით, რომელიც ცოტა “გასული”, კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს. რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ…
P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც… და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს…“

კომენტარები

სხვა სიახლეები