პროკურორმა გაშიშვლების გამო საყვედური მიიღო (ვიდეო)

კიევის ოლქის პროკურორს ოლეგ ბელოუსს რეალითი შოუში გაშიშვლების გამო საყვედური გამოუცხადეს.
პროკურორი მეუღლესთან ერთად რეალითი შოუში მონაწილეობდა, რომელიც ტელეკომპანია ТЕТ-ის ეთერში გადის. პროექტის ერთ-ერთი მოთხოვნის საფუძველზე მას გაშიშვლება მოუწია. რასაც უკრაინის პროკურორთა დისციპლინარული კომიტეტის გაღიზიანება მოყვა.
“ბელოუსი მთელი შოუს განმავლობაში “არაკორექტულად და უმსგავსოდ” იქცეოდა, იყენებდა უცენზურო ლექსიკას, კოცნიდა შოუს სხვა მონაწილეებს და “იმყოფებოდა შიშველ მდგომარეობაში კონკურსანტების გვერდით მთელი 4 წუთის განმავლობაში პროკურორი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის შეიძლება იცნონ პოლიციელებმა, კოლეგებმა და მოსამართლეებმა. მსგავსი საქციელით კი მან დაარღვია პროფესიონალური ეთიკა”, – აცხადებენ კომისიის წევრები.
თავად ბელოუსმა კი განაცხადა, რომ შოუში მონაწილეობდა სამსახურიდან თავისუფალ დროს და გადაცემაში აფიშირებას არ უკეთებდა მის საქმიანობას. ამასთან პირობა დადო, რომ მსგავს საქციელს აღარ გაიმეორებს. მისივე თქმით, შოუში მონაწილეობა მისი დის დასახმარებლად გადაწყვიტა, რომლისთვისაც სწავლის საფასურის გადახდა სურდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები