კიმ ჩენ ინი ქალებს კაბის ჩაცმას აიძულებს

ჩრდილოეთ კორეაში უცნაური პატრული შეგხვდებათ, მათ კიმ ჩენ ინისგან დავალება აქვთ მიღებული, რომ გააკონტროლონ, ქალბატონებს აცვიათ თუ არა კაბა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ასაკის მიუხედავად, აღნიშნული წესი ყველა ქალზე ვრცელდება.
აქედან გამომდინარე, ბევრ სამსახურში ეს პრობლემებს ქმნის. ჯე სონი ერთ-ერთი ქალბატონია, რომელმაც იქაურ წესებს ვერ გაუძლო და ქვეყნიდან წავიდა. როგორც ის ყვება, რამდენჯერმე სცადა ამ წესის დარღვევა, თუმცა დასჯის გარეშე არ ჩაუვლია. ერთხელ მას სტადიონზე სირბილი და სოციალიზმის სიმღერაც კი მოუწია.
საბოლოოდ კი, ქვეყნის დატოვება 2011 წელს გადაწყვიტა.

კომენტარები

სხვა სიახლეები