პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საერთო Instagram გვერდი შექმნეს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა, საერთო ოფიციალური Instagram გვერდი შექმნეს.
სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის Instagram გვერდის სახელი @sussexroyal-ია და მასზე პირველი პოსტი უკვე გამოქვეყნდა. როგორც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის განცხადებაში წერია, Instagram გვერდი მათი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი განცხადებების გავრცელებას დაეთმობა. გვერდს შექმნიდან 8 წუთში უკვე 8,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.
ცნობისთვის, სასექსის ჰერცოგინიას, ყოფილ მსახიობს მეგან მარკლს პირადი Instagram გვერდი გააუქმებინეს, რადგან მას, როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, არ აქვს უფლება, სოციალური ქსელებით ისარგებლოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები