პრესა ჩენინგ ტატუმისა და მისი ცოლის გაყრის რეალურ მიზეზებზე ალაპარაკდა

მსახიობი ჩენინგ ტატუმი მეუღლეს ჯენა დევანს 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. წყვილმა რამდენიმე დღის წინ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა სოციალური ქსელით, სადაც საზოგადოებას ამცნო, რომ ისინი ერთმანეთს შორდებიან, თუმცა გაყრის მიზეზებზე არ უსაუბრიათ.

ყვითელი პრესის წარმომადგენლები კი იმ რეალური მიზეზების შესახებ ალაპარაკდნენ, რამაც წყვილის დაშორება გამოიწვია. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ჩენინგი და ჯენა ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს, რადგან პუბლიკის წინაშე ერთად აღარ ჩნდებოდნენ. მათთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ დაშორების ინიციატორი მსახიობი მეუღლე დევანი იყო. მიზეზი კი ჩენინგის გაუცხოება იყო ოჯახთან. ის სამუშაოზე ზედმეტად იყო გადართული და ცოლსა და ქალიშვილს ყურადღებას აღარ აქცევდა.

თავად ჯენა რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ მეუღლესთან ხშირად ჰქონდა უთანხმოება, რადგან ტატუმი კარიერაზე ზედმეტად ბევრს ფიქრობდა და აღელვებდა მისი საქმე. როგორც ჩანს, სწორედ ვარსკვლავური „სენი“ გახდა კიდევ ერთი ოჯახის დანგრევის მიზეზი, რომელმაც უამრავი წყვილის პირადი ცხოვრება შეიწირა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:http://droni.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები