ასე მიულოცა ვინსენტ კასელმა თავის გოგოს დაბადების დღე – ტინა კუნაკი 21 წლის გახდა

ტინა კუნაკი დღეს იუბილარია. მოდელი 21 წლის გახდა. მისმა ბიჭმა, მსახიობმა ვინსენტ კასელმა ტინას ფოტო გამოაქვეყნა ინსტაგრამზე და ასე მიულოცა შეყვარებულს დაბადების დღე “21 წელს გილოცავ, მიყვარხარ”.

ტინა და კასელი უკვე დიდი ხანია ერთად არიან და გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი მალე დაქორწინდება კიდეც. გლამურული მოდელი უკვე ნიშნობის ბეჭედსაც ატარებს. მართალია ისინი ამის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა ფაქტია, რომ მათ ურთიერთობას მალე მიეემა ოფიციალური სტატუსი.

წყარო:droni.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები