პლასტიკური ქირურგი მზადაა, წუხელ დაშავებულ მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმკურნალოს

პლასტიკური ქირურგი, კონსტანტინე სულამანიძე მზადაა, გუშინდელი აქციის დროს დაშავებულ მოქალაქეებს, რომლებსაც პლასტიკური ქირურგის დახმარება ესაჭიროებათ, დახმარება უსასყიდულოდ აღმოუჩინოს.
„გუშინდელი აქციის შემდეგ თუ ვინმეს სჭირდება ჩემი დახმარება, პლასტიკური ნაკერების დროულად დადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც მე შემიძლია, ჩემი კლინიკა მზად არის, მიიღოს ასეთი პაციენტები, რა თქმა უნდა, რიგის გარეშე და უსასყიდლოდ!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.
გუშინ  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დარბევის დროს  100-მდე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები