„პირდაპირ მითხრეს ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო“ – ნინი ქარსელაძის ემოციური ისტორია (ვიდეო)

„რვა წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავიგე სიტყვა „ნარკომანი“ რას ნიშნავს, ჩემი კლასელი მოვიდა და მითხრა, რომ მამაშენი ნარკომანიაო – ამის შესახებ მომღერალმა ნინი ქარსელაძემ „TV პირველის“ ეთერში, ქართული ნარკოპოლიტიკის თემაზე გამართული დისკუსიისას განაცხადა.
მომღერალმა მამამისის დაკავების პერიოდი და საზოგადოების მხრიდან, დაკავების პარალელურად, მის მიმართ გაჩენილი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
„რვა წლის ვიყავი, როდესაც პირველად გავიგე სიტყვა „ნარკომანი“ რას ნიშნავს, ჩემი კლასელი მოვიდა და მითხრა, რომ მამაშენი ნარკომანიაო. სახლში მივედი და სამწუხაროდ, დედაჩემს არ ჰქონდა ახსნა, როგორ უნდა ეთქვა ჩემთვის რვა წლის ასაკში, რას ნიშნავდა „ნარკომანის შვილი“, შემდეგ უკვე იყო მამას დაჭერა… როდესაც დილის გადაცემა დაიწყო, ქალბატონმა ირმა ნადირაშვილმა მონოტონურად ( არასდროს დამავიწყდება ეს სიტყვები) როგორ თქვა, რომ „დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებული გახლავთ ნინი ქარსელაძის მამა. მეორე დღეს, როდესაც სკოლაში მივედი, მაშინ ცამეტი წლის ვიყავი, ეს ის პერიოდია, როდესაც გარდატეხის ასაკში ხარ და არ დამავიწყდება ასობით ჩემსკენ გამოშვერილი თითი, სიჩუმე და “სტოპ კადრი” –„ეს ნამდვილად იმის შვილია“, შემდეგ უკვე იყო ბიჭი, რომელიც მომწონდა, მასაც მოვწონდი და მისმა ოჯახმა პირდაპირ მე მითხრა, რომ ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო, ამის შემდეგ იყო ცხრა წელი ციხის კართან, ამ ადამიანებს ვერ ავუხსნი რა ტკივილი, რა დამცირება გავიარე და მე არ მინდა, რომ ჩემმა და მისმა თაობამ იცოდეს სიტყვა „ნარკომანი“ რას ნიშნავს“, –აღნიშნა ნინი ქარსელაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები