“პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე, იგივე გრიშა მასწი, იუბილარია

“პიონერფილმის” ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე, იგივე გრიშა მასწ, იუბილარია.

მას დაბადების დღეს “პიონერფილმი” სოციალურ ქსელში ულოცავს.

“The one, The only, The legendary გრიშა მასწ-ი იუბილარია.

ადამიანებს გამოარჩევს თავიანთ პროფესია და არა პროფესია ადამიანებს -სწორედ ასეთი, გამორჩეული, ერთადერთი და განუმეორებელია ჩვენი ყველასთვის საყვარელი გრიშა მასწი.

გრიშა მასწი არის ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს დასვენების დღე, მას გული ყოველთვის ეროვნული სასახლისკენ მიუწევს, რათა ბევრი ადამიანის დღე გაალამაზოს.

გრიშა მასწი არის ადამიანი, რომელიც ყველა ბავშვს უგებს, ჯერ არ არსებობს ისეთი ბავშვი, ვისთვისაც გრიშა მასწს არ გაეგოს.

გრიშა მასწი არის ადამიანი, რომელმაც უამრავ მოზარდს, რომლებმაც ფეხი ,,პიონერფილმში” შემოდგეს ბავშვობის ბედნიერი წლები აჩუქა.

გრიშა მასწს ვულოცავთ 80 წლის იუბილეს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, რათა კიდევ ბევრი, ახალი თაობა აღზარდოს!”, – აღნიშნულია მილოცვაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები