პეტრე კოლხი – ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს

პეტრე კოლხის ქალიშვილის გამომწვევმა ჩაცმულობამ საზოგადოების გაღიზიანება  გამოიწვია.
რასაც მამა პეტრე შემდგეგი სტატუსით პასუხობს:
,,მორწმუნეებო”, საბოლოოდ დაიმახსოვრეთ, რომ არავის ჩაცმის სტილი არ მოგვეკითხება… ყველა საკუთარ ქმედებებზე ვაგებთ პასუხს… მოვეშვათ სხვის უბეში ხელის ფათურს…
ნუ მოსთხოვთ, სასულიერო პირის შვილი ჩადრით დადიოდეს, ნურც კოჭებამდე კაბას დაელოდებით… გავიგოთ, რომ ეს არ არის სულიერი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი… უამრავი მინახავს ბოლომდე შეფუთული ორღობეში გულისწორთან ერთად… არც ასეთის განკითხვის უფლება გვაქვს… რბილში გვაქვს გამჯდარი ფარესევლური ქრისტიანობა… მთავარია გარედან ვინმემ დაკლი არ დაგვანახოს, შინაგანს არავინ კითხულობს… თუმცა, არც მოკლე კაბაა ნაკლი…
ნუ დავდივართ დათრგუნულები. ცოდვებისგან შეზღუდვას გვასწავლის უფალი და არა, გონებით შეზღუდულობას. მართლმადიდებლობა აზროვნების რელიგიაა…
უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ვუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას… არავის ჩაცმის სტილს არ ვეხები. არავინ გკითხავთ, რას ჩაიცმევს ჩემი შვილი…
მერე რა, რომ მღვდლის შვილია, მას საკუთარი არჩევანი აქვს… მადლობა ღმერთს, რომ პიროვნებად ყალიბდება და არასდროს ინტერესდება ნაჭრის სიგრძით და სიმოკლით…
თავი დაინდეთ, მოერიდეთ უშინაარსო განკითხვას”…- წერს პეტრე კოლხი.

კომენტარები

სხვა სიახლეები