პარლამენტის დეპუტატს, სენდვიჩის მოპარვისთვის, თანამდებობის დატოვება მოუხდა

სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში, პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, დარი კაიჩიჩმა, მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “BBC” ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, სუპერმარკეტში მას ყურადღება არ მიაქციეს; ამიტომ გადაწყვიტა, უსაფრთხოების სისტემა შეემოწმებინა და სენდვიჩის ფული არ გადაიხადა, ისე გავიდა მაღაზიიდან. მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ძალიან ბევრი სათვალთვალო კამერა იყო დამონტაჟებული, ქურდობა მაინც ვერ შენიშნეს. როგორც თავად დეპუტატი აცხადებს, ის მოგვიანებით დაბრუნდა და ფულიც გადაიხადა. საკუთარ ქმედებას კრაიჩიჩმა წარუმატებელი სოციალური ექსპერიმენტი უწოდა და ბოდიში მოიხადა. სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი საკუთარი “ექსპერიმენტის” შესახებ მოყვა. კელეგებმა იხალისეს ამ ამბით, მაგრამ მმართველი გუნდის ფრაქციის ლიდერმა, ბრან გოლუბოვიჩმა, კრაიჩიჩის ქმედება განიკითხა და შეუსაბამო უწოდა. “მან საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგა საკუთარი ნებითა და ეთიკური ნორმების გათვალისწინებით”, – განაცხადა გოლუბოვიჩმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები