ოფიციალურად ქალები მამაკაცებზე უსაფრთხო მძღოლები არიან

უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები მამაკაცებზე ბევრად უკეთესი მძღოლები არიან. მკვლევარებმა რამდენიმე საკითხი გამოყვეს, რის გამოც ქალებს უკეთეს მძღოლებად მიიჩნევენ.
1. სადაზღვევო კომპანიებმა ქალი მძღოლები უფრო უსაფრთხო მძღოლებად დაასახელეს, რადგან მათი მონაცემებით, ქალ მძღოლებს მამაკაცებზე იშვიათად უხდიან დაზღვევის ხარჯებს, რადგან ისინი ნაკლებად აზიანებენ სატრანსპორტო საშუალებებს.
2. ქალი მძღოლები მეტ დროს ხარჯავენ გზაში, მაგრამ უსაფრთხოდ გადაადგილდებიან. სხვადასხვა ფაქტორების გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ქალები, შესაძლოა, მამაკაცებზე ნელა გადაადგილდებიან ავტომანქანით, მაგრამ მათი მოძრაობა მეტად უსაფრთხოა გზებზე.
3. ცუდი ჩვევები საჭესთან – სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მამაკაცების 31%-ით მეტი ეწევა საჭესთან ვიდრე ქალი, რაც ზრდის ავარიის რისკს.

კომენტარები

სხვა სიახლეები