“ორივე მხარე რეგვენია” – საზოგადოების განწყობა სოცქსელში “თბილისი პრაიდზე”

“თბილისი პრაიდი” გუშინ ოფიციალურად დაიწყო. “პრაიდის” ფარგლებში პირველი ღონისძიება სოციალური სპექტაკლი „კავკასიური მეტამორფოზა“ იყო, რომელიც ახალგაზრდა გეი ბიჭსა და მის მშობლებს ეძღვნება. ბოლო პერიოდში ყველაზე განხილვადი საკითხი ლგბტ პრაიდის ჩატარების საკითხი იყო. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თანამედროვე “რაინდმა” ლევან ვასაძემ თანამოაზრეები შემოიკრიბა და ლგბტ თემის წინააღმდეგ გალაშქრება და ერის მორალისა და სიწმინდის დაცვა “სახალხო რაზმებით” დაგვიანონსა. ვასაძეს ხალხის შემოკრება არ გაუჭირდა და დიდი თუ პატარა ქართველი მამაკაცი სიხარულით ეწერებოდა “რაზმებში”, რომელსაც პრაიდის მონაწილეები ქამრებით უნდა გაეკოჭა, სამართალდამველებს კი არც მეტი არც ნაკლები კომბლებით გამკლავებოდა. ვასაძის გეგმა ჩავარდა, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ვასაძემ უკან დაიხია და რაზმები დაშალა.

“პრაიდის” ჩატარებას მომხრეებიც მრავლად გამოუჩნდა, საზოგადოების ცნობადი თუ არაცნობადი სახეები სატელევიზიო თუ ინტერნეტ სივრცეში მხარს უჭერდა ლგბტ თემს და ქუჩაში მათ  გამოსვლას ადამიანის თავისუფლების ჭეშმარიტ გამოვლინებად აფასებდა.

როგორც ყველა აქტუალურ საკითხზე, განსაკუთრებული აქტივობა სოცქსელში შეინიშნებოდა. ორივე მხარე – პრაიდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები “ფეისბუქსტატუსით” აფიქსირებდნენ პოზიციასა და ღიად ერთვებოდნენ დისკუსიაში. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი აგრესიით, ზოგი იუმორით, ზოგი კი არგუმენტირებულად ცდილობდა საკუთარი აზრის დაფიქსირებას. გთავაზობთ, რამდენიმე მათგანს:

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები