ორაგულის რულეტი საახალწლოდ



ინგრედიენტები: ორაგული – 200 გრ,
ყველი ,,ვიოლა“ – 250 გრ,
ქინძი – 1 შეკვრა,
მწვანე ხახვი – 1 შეკვა,
ლიმონის წვენი – 1 სადილის კოვზი,
სომხური ლავაში – 1 ცალი.


მომზადების წესი: ხახვი და ქინძი წვრილად დავჭრათ. ვიოლა თასში მოვათავსოთ და დაჭრილი ინგრედიენტები და ლიმონში წვენი შევურიოთ. ორაგული კი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. ლავაშს ყველისგან მიღებული მასა წავუსვათ, ზემოდან თევზი მოვათავსოთ. შემდეგ შევახვიოთ და დავჭრათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები