„ნინუცა, შენ ხარ „დაუნი”, რომელიც მსოფლიოს მირჩევნია!“

 „მზის შვილის” წარმომადგენელი ინგა ლოლაძე, რომლის შვილიც დაუნის სინდრომით დაიბადა, ბევრ სხვა მშობელთან ერთად, ცდილობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაუნის სინდრომის შესახებ.
ინგა სოციალური ქსელის მეშვეობით გოგი თოფაძის გახმაურებულ განცხადებას გამოეხმაურა და სანამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოვიდოდა, თავისი შვილის და ბევრი მისნაირის უფლებების დასაცავად ფეისბუქში სტატუსი დაწერა:
“ნინუცა, შენ ხარ “დაუნი”, რომელიც მსოფლიოს მირჩევნია! მიყვარხარ, ნინო. დღევანდელი დღე ბოლო წვეთი იყო. თუკი აქამდე რამეს ან ვინმეს ვუწევდი ანგარიშს, თუკი აქამდე ბოლომდე ვერ გიცავდით შენ და შენს მეგობრებს, თუკი აქამდე ვერ ვიყავი ის, ვინც უნდა ვიყო, ვფიცავ ყველა იმ ბედნიერ წამს, რომელიც მაჩუქე და რომელიც უნდა მაჩუქო, ვფიცავ შენს ალალ, უბოროტო, სიყვარულით სავსე გულს, ვფიცავ შენს გულწრფელ, ხალას ღიმილს, შენს სიცოცხლეს ვფიცავ, დედი – ვერასოდეს, ვერავინ ვეღარ გაბედავს შენს დამცირებას, დაკნინებას, შეურაცხყოფას. იმას, რაც ყველაზე ძვირფასი აქვს კაცობრიობას, სიკეთის და სიყვარულის 21 ქრომოსომა, ბოღმის გადმოსანთხევად ვეღარ გამოიყენებს ვერავინ. მიყვარხარ, ნინო, სიგიჟემდე მიყვარხარ, დედიკო”.

კომენტარები

სხვა სიახლეები