ნინო სუხიშვილი 17 მაისის კონცერტზე: მე ვარ მართლმადიდებელი და ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესიაა (ვიდეო)

„ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება“, – ამის შესახებ ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა, ნინო სუხიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში, გადაცემაში „განთიადის სტუმრები“ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ კონცერტზე საუბრისას განაცხადა.

„მე, საერთოდ, წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიისა და ძალადობის, ყველა ფორმის გამოვლინებით წარმოუდგენელია ჩემთვის და არ მივესალმები ამას არასდროს. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სამების წინ კონცერტი, საერთოდ, სამების სავანე არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი, ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა და აგრესია არის არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები