“ნინა წკრიალაშვილი მილიონერი გახდება!” – ვახტანგ რჩეულიშვილი

ყოფილი დეპუტატი ვახტანგ რჩეულიშვილი მომღერალ ნინა წკრიალაშვილს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ურჩევს, სასამართლოში იჩივლოს.

“ასე ააფრიალეს ნინას და ჩემი სურათი პროვოკატორებმა მთავრობის სახლის წინ 6 მარტს გამართულ აქციაზე: (კადრი შარშანდელი “ორი ვარსკლავის” შოუდან ). მეცოდებიან ეს ტვინდაბნეუები, კრიმინალების ორგანიზებულ ამ პროვოკაციას რომ აყვნენ – ნინამ სასამართლოში თუ უჩივლა აქციის მომწყობებს “თაღლითები” წარწერის ქვეშ აქციაზე მისი სურათის გამოტანაზე, ხომ ისეთ ვალს დაადებს, რომ მიღებული ბინების გაყიდვითაც ვერასოდეს დაფარავენ! ამიტომაც ნინას შეუძლია ერთი კარგი ვექილის დაქირავება, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2-3 მილიონი კომპენსაციის მოთხოვნა და მიღება. ვინაიდან აქციაზე გაისმა მოწოდება ძალადობისაკენ: გაუბედურებული ქალი ბენზის ისხამდა, აქციის მონაწილეებმა ის პროვოკაციულად ცენტრ-პოინტის დაზარალებულად გამოაცხადეს, როდესაც ის ცენტრ-პოინტის კლიენტი არასოდეს ყოფილა და მათივე კრიმინალი ამსონის, სააკაძის მოედნის ამხანაგობის თავმჯდომარის თაბუკაშვილის მიერ იყო დაზარალებული და სწორედ მას უჩიოდა. ამ ფონზე აქციის მონაწილეებმა “რჩეულიშვილები”-ს -ანუ ყველასი, ვინც პლაკატზეა გამოსახული-რუსუდან კერვალიშვილიც კი ამ “რჩეულიშვილებში” გადის და ეხლა უკვე ნინაც – ბენზინის გადასხმისაკენ და დაწვისაკენ მოუწოდეს საჯაროდ. ასეთი მძიმე დანაშაულის და

ძალადობრივი მოწოდების გამო აქციის მონაწილეთა ქონებას ყადაღა დაედება (20 კაცის ბინა რომ 50 000$ შეფასდეს ეს უკვე მილიონია). ნინამ შეიძლება არც გაყიდოს ეს ბინები და გააქირაოს თითოეული მინიმუმ 300$ თვეში და ესეც შენი 6000$ თვეში ექნება შემოსავალი, საიდანაც 5% ბიუჯეტში გადაიხდის (დაბეგვრა ხომ შემცირდა) და მერე წყნარად გადაიდოს ფეხი-ფეხზე (ლამაზი ფეხებით კი დააჯილდოვა უფალმა) და აქეთ აცეკვოს თავის გემოზე ეს პროვოკატორი დიაცები, შურითა და ბოღმით რომ სკდებიან! ხომ იქნებიან ღირსები? მე პირადად აუცილებლად ვუჩივლებ მოძალადეებს, რომელთა თავკაცებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ ცენტრ-პოინტის წარმატებული რეაბილიტაცია შეაჩერონ და მისი ქონება დაისაკუთრონ სხვა კლიენტების გაძარცვის ხარჯზე, ამისათვის კი პროვოკაციას, მუქარასა და შანტაჟს არ ერიდებიან!”.

კომენტარები

სხვა სიახლეები