ნინა სუბლატი დახმარებას ითხოვს

 “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული და ევროვიზიის საქართველოს კონკურსანტი,მომღერალი ნინა სუბლატი დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. “მესაჭიროება თქვენი დახმარება მეგობრებო! ვეძებ კლიპის გადასაღებად ბასეინს! ბასეინი მჭირდება სულ რამდენიმე საათით. აუცილებლად უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრი სიღრმის და კარგი იქნება თუ განშიც მთლად ვიწრო არ იქნება. თუ ვინმეს გაქვთ ბასეინიანი აგარაკი/სახლი, ან იცით სად ქირავდება რამე მაგდაგვარი, გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში. ლაგუნა შმაგუნა არ შემომთავაზოთ; მხოლოდ რაიმე კერძო ან ზოგადად ისეთი, სადაც მშვიდ გარემოში შევძლებ გადაღებას. მადლობა წინასწარ და დიდად მადლიერი დაგრჩებით თუ კარგ ვარიანტს შემომთავაზებთ!”

კომენტარები

სხვა სიახლეები