ნინა პერტენავა: ერთიანი მუხტით და ერთმანეთზე ზრუნვით დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს!

კომპანია influncer.ge -ს ხელმძღვანელი, ნინა პერტენავა ბლოგერებს, საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს პანდემიის დამარცხების კამპანიაში  გაერთიანებისკენ მოუწოდებს:
“საშიშროების შემთხვევაში ადამიანს აქვს ქცევის 3 მოდელი: გაიქეცი, დაარტყი, გაშეშდი! პანდემიამ გაგვაშეშა, სრულ უმოქმედობაში ვართ, დღეში 82 გადრაცვილი გვყავს და ქვეყანა ეგუება ჭირისუფლის როლს. ასე ვერ ვიქნებით, უნდა დავარტყათ პანდემიას, მთელი ჩვენი ძალით დავარტყათ და მოვისროლოთ! დღეიდან მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ვიბრძოლებთ ჯარისკაცებივით პანდემიის ფრონტზე და სიცოცხლეებს გადავარჩენთ. ვინც ხართ ჩემთან ერთად, დაწერეთ კომენტარებში, გვაქვს ჯგუფი “მუხტი” და დაგამატებთ. ერთიანი მუხტით და ერთმანეთზე ზრუნვით დავამარცხებთ ამ ვერაგ ვირუსს!”-წერს ნინა პერტენავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები