ნიკოლოზ იზორია: პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ ყველა აიცრას

„უნდა ავიცრათ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს და სპორტულ ცხოვრებას“,- ამის შესახებ ვეტერანმა მოკრივემ, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნიკოლოზ იზორიამ განაცხადა.

პანდემიის გამო დაზარალებული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აცრისკენ, რათა სპორტმა, ისევე როგორც სხვა სფეროებმა, განვითარება და წინსვლა შეძლოს.

„რა თქმა უნდა, აცრილი ვარ. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ ყველა აიცრას. სპორტს პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა. უნდა ავიცრათ, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს და სპორტულ ცხოვრებას.
როდესაც მე ავიცერი, მაშინვე მოვუწოდე საზოგადოებას აცრისკენ და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”,- განაცხადა ნიკოლოზ იზორიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები