ნიკა მჟავანაძე საპატრიარქოს: რატომ არ კვეთთ ეკლესიიდან მამა კოლხს?

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში საპატრიარქოს კითხვით მიმართავს. “კვირა პლიუსი” მჟავანაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: “მე ვსვამ ღია კითხვას საქართველოს საპატრიარქოს წინაშე – რატომ არ კვეთთ ეკლესიიდან მამა კოლხს. ამ ადამიანს აშკარად ფსიქიკური პრობლემები აქვს. თავისი ქმედებებით ეს ადამიანი ათასობით ქრისტიანს დაბრკოლებაში აგდებს. თქვენი ადგილი ეკლესიაში არ არ არის. არც მინდა ამ ადამიანს მამაო უწოდო. ეს არის ამაზრზენი რასაც ეს ადამიანი სჩადის. ცუდი საქციელი გადამდებია, თქვენ თუ არ განკვეთთ მას ხვალ კიდევ გამოჩნდებიან ღმერთთან შორს მდგომი მსგავსი პერსონები”, – წერს მჟავანაძე ფეისბუქზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები