ნატო დუმბაძე: “ა სტუდიოს” საქართველოში კონცერტის ჩატარებაზე ბოიკოტი არ გამოუცხადებია

რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ქეთა თოფურიამ და ჯგუფმა „ა სტუდიომ“ საქართველოში კონცერტი ბოიკოტის ნიშნად გააუქმა, ნატო დუმბაძე სიცრუეს უწოდებს.

მომღერლის პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ჯგუფი აპოლიტიკურია და ბათუმში კონცერტის გადადება ორგანიზატორთან შეთანხმებით მოხდა.

„ჯგუფს არავითარი ბოიკოტი გამოუცხადებია, უბრალოდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ორგანიზატორებთან შეთანხმებით, კონცერტი დროებით გადაიდო. ფიქრობენ გადადებას. ბათუმში „ა სტუდიოს“ კონცერტი აუცილებლად გაიმართება, თუმცა ზუსტ თარიღს, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით“, – განაცხადა ნატო დუმბაძემ.

ცნობისთვის, ჯგუფი „ა სტუდიოს“ კონცერტი ბათუმში კლუბ UP2U-ში იყო დაგეგმილი.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

სხვა სიახლეები