“მხოლოდ 47-48 ზომა ფეხსაცმელი გვინდა, დავეხმაროთ პავლე ბაბუს” – მოხუცი, რომელიც თავის ლუკმას ძაღლებს უნაწილებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი ემოციურ პოსტსა და ისტორიას აქვეყნებს. აღნიშნულს სოციალურ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

„მეგობრებო, ეს პავლე ბაბუა – თავის საყვარელ მეგობრებთან ერთად, რომლებსაც თავის ისედაც მცირედ ლუკმას უნაწილებს.

ფეხზე პარკები რატომ გაცვიაო, რომ ჰკითხეს, 47 ზომა მაქვს და გადაგდებულ ფეხსაცმელებში ვერ ვპოულობო. პენსიით ვიყიდე მეორადეში, ალბათ, დაწებებული იყო და წვიმაში სულ ამიძვრა, ეს პარკები გავიკეთეო.

არაფერი უთხოვია – თუ ძაღლისთვის საჭმელს მომიტანთ და ფეხსაცმელს მაშოვნინებთ, ძალიან გამეხარდებაო.

ფაქტობრივად, ქუჩაში ცხოვრობს…. როგორც გავარკვიეთ, შენობაა, მაგრამ – ყველანაირი პირობების გარეშე. ძვირფასებო, ჩვენ მხოლოდ 47-48 ზომა ფეხსაცმელი გვინდა, გთხოვოთ, მეორადსაც ვიჩუქებთ, მეგობრებო, დავეხმაროთ პავლე ბაბუს, ჩვენ ეს შეგვიძლია.

გავარკვიე მისი საცხოვრებელი მისამართი და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მასთან სტუმრობას.

ვისაც სურვილი გაქვთ დახმარების  ან წამოსვლის, შეგვეხმიანეთ.

პავლე ბაბუ ცხოვრობს დიღმის მასივში, კათარზისთან და მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობს ხშირად“, – წერს ეკატერინე თოფურია.

კომენტარები

სხვა სიახლეები