მუმბაის აეროპორტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ინდოეთის, ქალაქ მუმბაის საერთაშორისო აეროპორტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა ერთ დღეში აფრენა/დაფრენის რაოდენობით. ერთი ასაფრენი ბილიკის გამოყენებით. რეკორდი პარასკევს დამყარდა- აეროპორტში 24 საათის განმავლობაში 969 აფრენა და დაფრენა მოხდა. ამის შესახებ ინდური მედია აეროპორტის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით იუწყება.
ზოგადად, მუბმაის აეროპორტი, დღე-ღამეში 900-ზე მეტ რეისს იღებს. რეკორდული ტრაფიკი შეიმჩნევა იმ დღეებში, როდესაც აეროპორტში ხორციელდება ჩარტერული რეისების და კერძო თვითმფრინავების მიმოსვლა. აეროპორტის წარმომადგენლების თქმით, უახლოეს მომავალში ათასზე მეტი რეისის “გამასპინძლების“ იმედი აქვთ.
მუმბაის აეროპორტს ორი ბილიკი აქვს, მაგრამ ისინი ერთმანეთს კვეთენ, ამიტომ ყოველ ჯერზე მხოლოდ ერთის გამოყენებაა შესაძლებელი. მსგავსი სისტემით მუშაობენ, ასევე, ლონდონის „გეტვიკი“ და „სტენსტედი“ „გოკჩენის“ სტამბულის აეროპორტი და სხვები.

კომენტარები

სხვა სიახლეები