“მსოფლიოში ცნობილი ალბინოსი” – რას წერს ცნობილი ვლოგერი ბერა ივანიშვილზე

მსოფლიოში ცნობილი მოგზაური ვლოგერი დრიუ ბინსკი, ბერა ივანიშვილზე გადაღებულ ვიდეოს -სახელწოდებით “მსოფლიოში ცნობილი ალბინოსი” – აქვეყნებს, რომელიც მან საქართველოში სტუმრობისას გადაიღო.
როგორც დრიუ ბინსკი ვიდეოს აღწერაში წერს, საერთოდ არ აპირებდა მსგავსი ვიდეოს გადაღებას, თუმცა ბერასთან გატარებული თითოეული დღის შემდეგ, ის ხვდებოდა, რომ საქმე უნიკალურ პიროვნებასთან ჰქონდა. შესაბამისად, სწორედ ბერას პიროვნულობა და ხასიათი იყო მისი ინსპირაცია, რომ ისედაც ცნობილი მუსიკოსი თავისი გამომწერებისთვის კიდევ უფრო ახლოდან გაეცნო. რომელთა ნაკლებობასაც დრიუ სოციალურ ქსელებში, ნამდვილად არ განიცდის. მას “ფეისბუქზე” – 1,5 მილიონი, “იუთუბზე” – 370 ათასზე მეტი, ხოლო ინსტაგრამზე 130 ათასამდე გამომწერი ჰყავს.
ვიდეო ბერა ივანიშვილისა და საქართველოში მისი სტუმრობის შესახებაა, თუ როგორ უმასპინძლა ბერამ 4 დღის განმავლობაში.
როგორც მოგზაური ვლოგერი ვიდეოში ამბობს, საქართველოში სწორედ ბერა ივანიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
ვიდეოში ვლოგერის საუბრიდან ირკვევა, რომ ის აღფრთოვანებულია ბერათი და უხარია, რომ მისი სახით კიდევ ერთი შესანიშნავი მეგობარი შეიძინა, თანაც საქართველოში, ამ უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანაში.

https://www.youtube.com/watch?v=s9Snj4CGKMY&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები