“მრევლმა ტაძარში შესასვლელი კარი აჭედა” – რა ხდება უბისაში

დღეს დილით უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შესასვლელი მრევლმა აჭედა და საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, მონასტერს განარიდონ მეუფე მელქისედეკის მიერ მივლენილი სასულიერო პირები. მათი განცხადებით, სამი კვირის წინ მეუფე მელქისედეკმა ნაჩქარევად აკურთხა ორი ბერი და უბისის ეკლესიაში მიავლინა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ამ სასულიერო პირებს საეჭვო რეპუტაცია აქვთ, რაზც მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, რომ  ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ.
„ტაძარში სასულიერო პირებმა წირვა ჩაატარეს და არც შეწყდება. ის ფაქტი, რომ მე მათ არ ვესაუბრები, არის სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვარ, შეხვედრაზე მაინც მივედი და არცერთი ადამიანი, ვინც დღეს აქციას მართავდა, იქ არ ყოფილა. ნაწილი უბისას მრევლიც არაა. ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. მე მომხრე ვარ, შეიქმნას კომისია და გაირკვეს, რაშია საქმე. არ ვიცი რატომ და ვის მიერაა მართული, მაგრამ ფაქტია, ტაძრის მრევლიც არაა და მოყვანილი ჰყავდათ. აღნიშნულ სასულიერო პირებზე რაც ითქვა სიმართლე არაა”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები