მოქალაქე, რომელმაც ნაგვის ურნაში ნათლობის ჯვრები და ბეჭდები გადაყარა, დახმარებას ითხოვს

სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში თემქაზე მცხოვრები მოქალაქე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ირკვევა, ნაგვის ურნაში შემთხვევით ნათლობის ჯვრები და ბეჭდები გადაყარა, უკან მიბრუნებულს კი ადგილზე აღარ დახვდა. ანონიმური პოსტის ავტორი დასაჩუქრებას ჰპირდება ადამიანს, რომელიც დაკარგულ ძვირფას ნივთებს დაუბრუნებს.
„უნივერსამის“ წინ და მეათე კვარტალში ყოფილი 126-ის ბოლო გაჩერებასთან, ნაგვის ურნაში შემთხვევით გადავყარე ბავშვის ნათლობის ჯვრები და ბეჭდები. მაქსიმუმ, 20 წუთში რომ აღმოვაჩინე დანაკარგი და მივბრუნდი, მხოლოდ ის პარკი იყო უკვე წაღებული, რომელშიც მედო. თუ ვინმემ ნახა, იქნება გამოიჩინოს კეთილი სურვილი და დაგვიბრუნოს. უსაჩუქროდ არ დავტოვებ მპოვნელს. იმედია „ღადაობები“ არ იქნება, ჩემი გამჭირვებია.“ – წერს მოქალაქე.

კომენტარები

სხვა სიახლეები